წესები და პირობები

1

რა არის Car·DB?

Car·DB საჯაროდ გამოქვეყნებული ავტო-განცხადებების საძიებო არქივია: ღია წყაროებზე (myauto.ge, autopapa.ge) უკვე გამოქვეყნებულ განცხადებებს ერთ ადგილას ვაინდექსებთ და ვაჩვენებთ.

მანქანებს არ ვყიდით, გარიგების მხარე არ ვართ და გამყიდველებთან კავშირი არ გვაქვს.

2

მონაცემების წყარო

ყოველ განცხადებას აქვს ბმული პირველად წყაროზე. ფოტოები შესაძლოა ჩვენს საცავში იყოს დროებით ასლირებული სისწრაფისთვის - შინაარსი მაინც წყაროს/მფლობელს ეკუთვნის.

3

გარანტიის გარეშე

ინფორმაცია მოწოდებულია „როგორც არის“ - შესაძლოა იყოს არასრული, მოძველებული ან უზუსტო (ფასი, გარბენი, სტატუსი). ყიდვის გადაწყვეტილებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ პირველად წყაროსთან და გამყიდველთან.

4

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

სერვისით სარგებლობა თქვენი რისკია. არ ვაგებთ პასუხს ზიანზე, რომელიც ინფორმაციის სიზუსტეს, მესამე მხარის განცხადებებს ან გამყიდველთან ურთიერთობას უკავშირდება.

5

დასაშვები გამოყენება

აკრძალულია საიტის ავტომატური მასობრივი scraping, განზრახ გადატვირთვა ან ბოროტად გამოყენება. მოქმედებს ძიების ლიმიტები.

6

წაშლა და საავტორო უფლებები

თუ განცხადების მფლობელი ხართ და გსურთ მისი წაშლა ჩვენი ინდექსაციიდან, მოგვწერეთ - გონივრულ ვადაში წავშლით.

7

ცვლილებები და სამართალი

წესები შესაძლოა განახლდეს - ცვლილება ამ გვერდზე გამოქვეყნდება. მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

კონფიდენციალურობა

1

რას ვინახავთ

ანგარიში არ გჭირდებათ. სერვერზე ვინახავთ მხოლოდ: საძიებო ტექსტს, IP-მისამართს და ბრაუზერის ანონიმურ იდენტიფიკატორს (ორივე - მხოლოდ ლიმიტებისთვის) და User-Agent-ს.

2

რას არ ვაგროვებთ

სახელს, ელფოსტას, ტელეფონს ან საბანკო მონაცემს არ გკითხავთ და არ ვინახავთ. პერსონალურ მონაცემს არავის ვყიდით და არ გადავცემთ.

3

შენახულები თქვენს ბრაუზერშია

შენახული მანქანები, ძიებები, შედარებები და ენის არჩევანი ინახება მხოლოდ თქვენს ბრაუზერში (localStorage) - სერვერზე არ იგზავნება.

4

განცხადებების მონაცემები

საიტი აჩვენებს საჯარო განცხადებებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაციას ისე, როგორც პირველად წყაროზე გამოქვეყნდა.

5

თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული მონაცემის ნახვა ან წაშლა - მოთხოვნას გონივრულ ვადაში დავაკმაყოფილებთ.

6

Cookies და ანალიტიკა

სარეკლამო ან თვალთვალის cookies არ გვაქვს. შესაძლოა ჩართული იყოს კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული, აგრეგირებული ანალიტიკა (გვერდის ნახვების დათვლა პერსონალური პროფილის გარეშე).

გამყიდველი ხართ და გსურთ განცხადების ან ნომრის წაშლა? მოგვწერეთ: Instagram @deme.brn